ჩვენი კურსები არის დისტანციური. თქვენ უნდა გქონდეთ კომპიუტერი ინტერნეტთან წვდომით 1 მბ/წმ-იდან, რომლის მეშვეობითაც თქვენ დაესწრებით მეცადინეობებს პედაგოგთან სწავლების ნებისმიერ ნაკადში (ჯგუფში სწავლების შემთხვევაში). არსებობს სწავლებისა და საიტებზე ნავიგაციის შესაძლებლობა პლანშეტური კომპიუტერის, ნეთბუკის, სმარტფონის ან მონილური ინტერნეტის მქონე მობილური ტელეფონის მეშვეობით.
სწავლების 4-4.5 თვის განმავლობაში სრული კურსის (პედაგოგთან ერთად) ყველა მსმენელი გადიან 8 ძირითად საგანს, ასრულებენ საკონტროლო სამუშაოებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, მართვის პროგრამების დაწერის საშინაო დავალებებს, ავტომატიზებული პროექტირების სისტემებში ნახაზების აგების სავარჯიშოებს და აგრეთვე სპეციალურ სერვისში ასრულებენ ტესტირებას.
დამოუკიდებელი სწავლების შერჩევისას მეცადინეობებზე დასწრება შეუძლებელია. კურსის ნებისმიერი მსმენელი მისი ცოდნის დონის მიუხედავად შეძლებს სწავლების დაწყებას ნებისმიერ მომენტში, ჯგუფის შეკრების ლოდინის გარეშე.
სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა უფასოდ, ჯგუფებში სწავლების შემთხვევაში. დამოუკიდებელი სწავლების (ტრენინგი) შემთხვევაში სერტიფიცირების ღირებულება და სერტიფიკატის გამოშვება შეადგენს 100 USD (400 PLN).
გთავაზობთ სწავლების შემდეგ სახეობებს კერძო პირებისა და კომპანიებისათვის (სწავლება და/ან თანამშრომლების პროფორიენტაცია):
დისტანციური სწავლება მეცადინეობასთან და მასალასთან დაშვების გამოყენებით 1 თვის ვადით. სწავლების ღირებულება შეადგენს 50 USD/1 თვე (ექვივალენტი: 220 PLN). კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი არ გაიცემა!
სწავლება დისტანციურ მეცადინეობებზე (ვებინარებზე) დასწრების შესაძლებლობით, საშინაო, საკონტროლო დავალებების და ტესტების შესრულებით და პედაგოგის მიერ მათი შემდგომი შემოწმებით, 4 თვის ვადით. სწავლების ღირებულება შეადგენს 75 USD-დან/1 თვეში (325 PLN), დააზუსტეთ მენეჯერთან. კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა უფასოდ!
ინდივიდუალური დისტანციური სწავლება პედაგოგთან ერთად თქვენთვის მოსახერხებელ დროს. მეცადინეობების თემა და ხანგრძლიობა ზუსტდება წინასწარ. სწავლების ღირებულება შეადგენს 20 USD/1 მეცადინეობა (60 წუთი). სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ მენეჯერს.
აამ ბლოკის მარჯვენა ნაწილში ხელმისაწვდომია
მეცადინეობა 2-05-ის 0001 კურსის ჩანაწერი, ხანგრძლივობით 44 წთ.,
რომელიც ჩატარდა 27.03.2023. ავტორი: ანტონი ლ.
გარდა 2013 წლიდან ჩატარებული მეცადინეობის ჩანაწერის გარდა, სისტემაში არის დამატებითი მასალები, როგორც “CNC-ის ოპერატორის“, “CNC-ის პროგრამისტის“ პროფესიების დამოუკიდებლად დაუფლებისათვის, აგრეთვე პედაგოგთან ერთად ჯგუფში სწავლებისათვის. თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ სასწავლო აქაუნთი, დარეგისტრირდით ახლავე 15 წამში!
სულ ახლახან ჩვენ სრულად განვაახლეთ საიტების დიზაინი. ეხლა მუშაობა სერვისებში უფრო მოსახერხებელია, სწავლების სისტემის მარცხენა ნაწილში განთავსებული საერთო სანავიგაციო მენიუს ხარჯზე.
დამატებულია დამატებითი შესაძლებლობები: სასწავლო პროცესის დასწრების თაობაზე ცნობების შექმნა; გადახდის ავტომატიზებული სისტემა; აქტების შექმნა;
მიიღეთ შეტყობინებები E-mail-ზე, მენეჯერებისა და პედაგოგის მოქმედებებისათვის თვალყურის დევნის მიზნით.
მეცადინეობებზე დასწრებისათვის გამოიყენება პროგრამა ZOOM. ის შეიძლება გაიშვას ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაში.
ჩვენ ვუწევთ მხარდაჭერას კლიენტებს ტელეფონის და აგრეთვე მესენჯერის: Viber, WhatsApp, Telegram, WeChat-ის მეშვეობით. გაქვთ კითხვები? დასვით ის, შემდეგ მეცადინეობამდე ლოდინის გარეშე.
სისტემა ახორციელებს მეცადინეობებზე დასწრების, თქვენ მიერ ვიდეოს ყურებაზე და აგრეთვე სამუშაოების შესრულებაზე დახარჯული დროის აღრიცხვას.
პროფესია “CNC-ის ოპერატორი/პროგრამისტი“-ს სწავლება ითვალისწინებს 8 ძირითადი საგნის გავლას ჯგუფებში (პედაგოგთან ერთად) ან დამოუკიდებლად. ძირითადი თემების გარდა განიხილება 6-8 მეცადინეობისაგან შემდგარი დამატებითი მინი-კურსები მაკროპროგრამირებაში, დიაგნოსტიკაში და საინჟინრო გრაფიკაში. დამატებითი კურსები ემატება ყოველი 1-2 თვეში. ამჟამად სწავლების სისტემაში არის 20 თემის/ლურსის მასალები და ჩანაწერები. დააჭირეთ ნებისმიერ სლაიდს ქვემოთ, გასადიდებლად:
ჩატვირთეთ სერტიფიკატის ელექტრონული ვერსიის ორიგინალი კონსტრუქტორში
(დოკუმენტი გაიხსნება ცალკე ფანჯარაში)
*მიაქციეთ ყურადღება! სერტიფიკატის ელექტრონულ ვერსიას არ აქვს ცალმხრივი სტიკერი კომპაბიის სპეციალური. სერტიფიკატის ნაბეჭდი ორიგინალი იგზავნება წერილით საფოსტო მისამართზე. დაწვრილებით სერტიფიკატის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
სულ გაცემულია: 582 სერტიფიკატი მსოფლიოს 16 ქვეყანაში!
შემოწმება შესაძლებელია ამ გვერდზე. შეიყვანეთ სერტიფიკატის ნომერი საიტის ზედა მარცხენა ნაწილში (ENTER THE NUMBER OF THE CERTIFICATE). ან დაასკანირეთ QR-კოდი პირდაპირ დოკუმენტზე ნებისმიერი მოწყობილობით სერტიფიკატის კაბინეტში სწრაფი გადასვლისათვის.
Copyright © 2008-2023
ყველა უფლება დაცულია.
ANTON LAUFER CNC.SCHOOL
კონფიდენციალურობის პოლიტიკაA theme by Dcrazed
ბოლო სინქრონიზაცია მონაცემთა ბაზასთან: